თქვენი ბიზნესის საგანი

info@gilson.ge

ბიზნესის წარმართვის ინსტრუმენტი
მართვის ინოვაციური სისტემა
აპარატი იმართება ღრუბლოვანი სერვისის (Cloud services) მეშვეობით. ეს, რამოდენიმე აპარატის ერთიან ქსელში გაერთიანების და საკვანძო მაჩვენებლების (გაყიდვების სრული სტატისტიკა, ყვავილების განყოფილებაში არსებობა და განთავსების თარიღი) დისტანციურად მონიტორინგის საშუალებას იძლევა.
ყვავილების აპარატი იდეალურია მცირე ბიზნესისათვის. FSTOR-ი მუშაობს დღე-ღამეში 24 საათი და კვირაში 7 დღე; უკავია მცირე ფართობი, სულ 1 კვ.მ; არ საჭიროებს მუდმივ მომსახურე პერსონალს; აპარატი მობილურია, რაც მისი ნებისმიერ ადგილას განთავსების საშუალებას იძლევა, თუნდაც იქ სადაც არ არის მაღაზიის გახსნის საშუალება.
მიკროკლიმატის სისტემა
დიზაინის თავისებურებები
აპარატის ვიტრინის ფორმა და ბრუნვის ფუნქცია მაქსიმალურად კარგად წარმოადგენს (წარმოაჩენს) ბუკეთებს. ბუკეთები განლაგებულია 2 დონეზე 7 განყოფილებაში, რაც არ ტვირთავს ვიტრინას ვიზუალურად და ამარტივებს შერჩევის პროცესს.
აპარატის სფერული ფორმა გაგრილებული ჰაერის მუდმივ ცირკულაციას და თანაბარ განაწილებას უზრუნველყოფს, რაც ყვავილების შენახვის მაქსიმალურად ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

აპარატის მუშაობის ვიდეო
აპარატის დიზაინი
ტექნიკური პარამეტრები და ოფციებიდიდიპატარა
ტექნიკური პარამეტრები (სიგრძე/სიგანე/სიმაღლე)1,0 x 1,0 x 2,1 მ0,8 X 0,8 X 1,8 მ
მკვებავი ქსელის ძაბვა220 ვოლტი (50 ჰერცი)220 ვოლტი (50 ჰერცი)
მოხმარებითი სიმძლავრე0.77 კილოვატი0.52 კილოვატი
კორპუსის დაცვის ხარისხიIP51IP51
გარემოს ტემპერატურის დიაპაზონი+5...+40+5...+40
ვიტრინის განათებაLED განათებაLED განათება
თაიგულების შესაცვლელი თასების რაოდენობა146
მიკროკლიმატის შესანარჩუნებელი დანადგარი++
ტემპერატურის სტაბილიზაციის სისტემა+5...+7+5...+7
კუპიურის მიმღებიICT BS7ICT BS7
პლასტიკური ბარათით გადახდადამატებითი ოფციებიდამატებითი ოფციები
სარკმლის ავტომატური გახსნა++
ინდივიდუალური დიზაინიკომპანიის ლოგოთიკომპანიის ლოგოთი
ქსელში რამდენიმე აპარატის გაერთიანება++
ანგარიშის მიღება გაყიდვების შესახებ++
დისტანციური მართვის სისტემა (აპლიკაცია)++
ტექნიკური მახრდაჭერა++

ყვავილების გასაყიდი აპარატის ფასები
პატარა$6500
დიდი$9000
სარგებლის გამოთვლა
თაიგულის საშუალო ღირებულება აპარატში

თაიგულის შეძენის ფასი

გაყიდული თაიგულების რაოდენობა დღეში

ლოჯისტიკა (თვის გადასახადი)

ფლორისტი (თვის გადასახადი)

ქირა (თვის გადასახადი)


ლარი თვეში

                        როგორ დავიწყოთ ბიზნესი ყვავილების აპარატით

შ.პ.ს. „გილსონი“ გახლავთ თანამედროვე ინოვაციური ტექნიკის მწარმოებელი კომპანიის „XD Company“ ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. კომპანიის „XD Company“ აპარატურა წარმატებით ფუნქციონირებს ევროპისა და აზიის მრავალ ქვეყანაში.

ყვავილების გაყიდვების აპარატის შეძენა და ბიზნესის წამოწყება ან არსებულის გაფართოვება შეგიძლიათ ძალიან მარტივად. ამისათვის თქვენ უნდა:

  1. გამოაგზავნოთ მოთხოვნა / განაცხადი ვებ-გვერდზე მითითებულ მისამართზე;

  2. გააფორმოთ ხელშეკრულება ( იურიდიული სტატუსის მქონე პირის (ინდ. მეწარმის ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების და სხვა) სახელით;

  3. მიიღოთ ჩვენ მხრიდან ხელმოწერილი ხელშეკრულება და ინვოისი, მოაწეროთ ხელი და გადაიხადოთ საფასურის 100 %;

  4. თანხის მიღების შემდეგ, მწარმოებელი 30 დღეში დაამზადებს აპარატს თქვენ მიერ მოთხოვნილი დიზაინის შესაბამისად;

  5. საქართველოში ჩამოსვლის და შესაბამისი საბაჟო პროცედურების გავლის შემდეგ, აპარატი გადმოგეცემათ თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე;

  6. დაამონტაჟეთ აპარატი ხელსაყრელ (ხალხმრავალ) ადგილას (აეროპორტი, ჰიპერმარკეტი, მეტროპოლიტენი და სხვა), ჩართეთ ქსელში, მოათავსეთ ყვავილების კომპოზიციები, რბილი სათამაშოები, სუვენირები და მიიღეთ შემოსავალი.
* ნუ დაზოგავთ ყვავილების ხარისხზე და ფლორისტის კვალიფიკაციაზე, ხარისხი ხომ თქვენი წარმატების საწინდარია (მყიდველი კმაყოფილი უნდა დარჩეს თავისი შენაძენით).

თაიგულის ზომა უნდა იყოს: სიმაღლე 60 სმ-მდე, ქუდის დიამეტრი 40 სმ-მდე. სუვენირების მოთავსებისას გაითვალისწინეთ გაცემის სარკმელის ზომები: სიგანე 35 სმ, სიმაღლე 30 სმ.

გისურვებთ წარმატებას!